ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
იაშვილის საავადმყოფოში  სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის ახალი სერვისი  ამოქმედდა
17 ივლისი, 2018, 12:58
იაშვილის საავადმყოფოში  სოლიდური სიმსივნეების მკურნალობის ახალი სერვისი  ამოქმედდა

თბილისი (GBC) - მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტს დაემატა  ახალი სერვისი: ყველა ტიპის (თავის ტვინის, ძვლების, რბილი ქსოვილების, თირკმლის, ღვიძლის, სასქესო ორგანოების) სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტთა დიაგნოსტიკა და მართვა.

დეპარტამენტში შესაძლებელია:

  1. ონკოლოგიურ დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა, ბიოფსია და ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. აუცილებლობის შემთხვევაში მასალა იგზავნება გერმანიაში, ქ. კილის რეფერალურ პათოლოგიის ინსტიტუტში. ეს უკანასკნელი კვლევა უფასოა, მას აფინასებს გერმანული მხარე.
  2. დაავადების სტადირება - მაღალი რეზოლუციის მ.რ.ტ და კომპიუტერული ტომოგრაფია,  რომელიც სრულდება მაღალი კვალიფიკაციის რადიოლოგების მიერ. 
  3. ქიმოთერაპია - უახლესი გერმანული და ამერიკული პროტოკოლებით, უფასოა პაციენტისთვის,  მას ფარავს საყოველთაო ჯანდაცვის და  სოლიდარობის ფონდი ქიმოთერაპიის გართულებების მართვა 
  4. მძიმე შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ გერმანელი კოლეგები ქ. ფრაიბურგის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიდან, თავის ტვინის სიმსივნეების მართვისთვის კი შექმნილია ტუმორ-ბორდი გერმანელი ნეიროქირურგის და ქართველი რადიოლოგის, სხივური თერაპევტის, ნევროლოგის და ონკოლოგის მონაწილეობით. 
  5. სიმსივნის ქირურგიული მკურნალობა მოიცავს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კლინიკებს, ეს უკანასკნელი ასევე უფასოა პაციენტისთვის და ყველა ხარჯს ფარავს სოლიდარობის ფონდი, დიმიტრი ცინცაძის ფონდი და ჯანდაცვის სამინისტრო.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები