ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
17 ივლისი, 2018, 12:00
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს

თბილისი (GBC) - შინ მოვლის სერვისი სხვადასხვა ჩივილების მქონე პაციენტებს სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთჯერადად, ისე ხანგრძლივი მოვლის სახით.  პაციენტს საშუალება აქვს ექთნის ან ექთნის დამხმარის მიერ, სასურველი დროით, მიიღოს შინ მოვლის სერვისი, რომელიც ბინაზე ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებას გულისხმობს:

  • გადასხმა
  • ნემსის გაკეთება
  • ნაწოლების დამუშავება
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
  • ტრაქეის სანაცია
  • ნაზოგასტრალური ინტუბაცია
  • ინტრავენური ინექცია
  • ჭრილობის დამუშავება
  • O2-ის მიწოდება
  • ინჰალაცია
  • ახალშობილის მოვლა/დაბანა
  • ოყნის გაკეთება
  • ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბის ქირაობა
  • ექიმის გამოძახება საჭიროების შემთხვევაში

სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სჭირდება პროფესიონალის დახმარება. შინ მოვლის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში პაციენტს არ მოუწევს ზრუნვა გამოძახებული ექთნის ტრანსპორტირებასა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფაზე. ექთნის მიერ ბინაზე მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

შინ მოვლის სერვისის მისაღებად საჭიროა დაუკავშირდეთ ევექსის ცხელ ხაზს:  2 55 05 05 ან *05 05

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები