ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
16 ივლისი, 2018, 16:37
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

თბილისი (GBC) - ათეულობით მილიონის ინვესტიციის მიუხედავად, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადაა  კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ დახარჯული მილიონების მიუხედავად „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

“საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე,  ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც  ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად  კომპანია “საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს", - აღნიშნულია კომპანიის საგანგებო განცხადებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები