ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქობულია: ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია, ჩვენ უნდა გადავხედოთ ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიას
13 ივლისი, 2018, 16:12
ქობულია: ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია, ჩვენ უნდა გადავხედოთ ლოჯისტიკური ჰაბის სტრატეგიას

თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მას პროექტის გადახედვა არ უგულისხმია. ამის შესახებ კითხვა კომიტეტების სხდომის შემდეგ ქობულიას ჟურნალისტებმა დაუსვეს.

„ანაკლიის პროექტის გადახედვა არ მიგულისხმია. მე ვიგულისხმე, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ჰაბის და კორიდორის სტრატეგიას, საიდან მოდის ეს – საქართველოს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაა“, – ციტირებს 1tv.ge  ქობულია

მისი თქმით, წლებია ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ქვეყანამ აღნიშნული გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენოს და ტვირთების გადაზიდვები განავითაროს.

„ჯერჯერობით ეს ხდება, მაგრამ აქ ჩვენ დამატებით ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ამასთან დაკავშირებით, თვითონ ამ სტრატეგიას უნდა გადავხედოთ, თუ როგორ გვინდა განვავითაროთ და ავითვისოთ პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს. ეს კომპლექსური ამოცანაა, რომელიც გადახედილი იქნება – პორტები, რკინიგზა, ავტოტრანსპორტი და ამ კომპონენტების ურთიერთზემოქმედებისთვალსაზრისით“,  – განაცხადა ქობულიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები