| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველომ დღეს დადებითი შთაბეჭდილება დატოვა- ჩვენს ქვეყანას ეს კომპლიმენტი აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიუსელიდან გაუკეთა. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსი სამომავლოდ გადადო.
დონალდ ტრამპმა ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსმენა მისთვის "ნამდვილად სასიამოვნო იყო".
„საქართველო იყო წარმოდგენილი დარბაზში. დღეს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუსმენთ მათ საჭიროებებს. სიტუაცია რთულია საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ მათ დღეს დარბაზში დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას - გარკვეულ დროს ექნებათ შანსი მაგრამ, არა ახლა“- ციტირებს რუსთავი 2 ტრამპს.
ტრამპს NATO -სთან მიმართებაში აშშ-ის მიდგომებზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ მის ინტერესშია ალიანსის გაძლიერება და ამაზე ევროკავშირის ლიდერებსაც მოუსმენს.
დღესვე NATO -ს ლიდერებმა საქართველო- NATO -ს კომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერიც, რომ ამ პროგრესის განუყოფელი ნაწილია წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP)-ი.
მოკავშირეებმა საქართველოს რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება, აღინიშნა მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი, რომელიც, მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss