| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – კაპიტალის ბაზრის ფორმირება ჯერ ვერა, მაგრამ საფინანსო სექტორში საბანკოს ალტერნატიული, ე.წ მომავლის ბანკის ფორმირება დაიწყო.
ნეოსაბანკო ბაზარი ჯერ მხოლოდ 1 ონლაინ ბანკით არის წარმოდგენილი, სფეისით (Space ) რომელიც თიბისის მხარდაჭერით მაისის ბოლოს გაეშვა და ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ნეო, იგივე ბანკია, ფილიალის და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე - აპლიკაცია მობილურში, რომელიც ყველა ბანკის ბარათს და ანგარიშს უკავშირდება. შესაძლებელია სესხის მყისიერად აღება, სისწრაფე სესხს არ აძვირებს. ამ დროისთვის წლიური განაკვეთი 14%-ია, სესხი ვადა 36 თვე.
ნეო სივრცე ჯერ მხოლოდ ლარის ოპერაციებს ემსახურება.
პირველ ნეობანკს პირველი კონკურენტი როდის გამოუჩნდება და რა პროდუქტი იქნება საკვანძო, ნეომომხმარებლების გადასაბირებლად, ჯერ არც სტაჟიანი და არც ახალგაზრდა ფინანსისტები არ ამბობენ.
მომავლის ბანკის მიმდევრებში მოარული ხმებით, მომავლის სიტყვა სებ-ის ექს- პრეზიდენტმა ( 2016 წლის თებერვლამდე) გიორგი ქადაგიძემ უნდა თქვას, რომელიც განავრცობს სფეისის პროექტის ხელმძღვანელის, ლაშა გურგენიძის ნათქვამს - „ პირველი, სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელიც შეცვლის ჩვენი ფულის მართვის მიდგომებს“.
გიორგი ქადაგიძე მომავალს ჯერ მხოლოდ ახალგაზრდების აღზრდაში ხედავს. მან თავისი მიზნების შესახებ გვითხრა, ბიზნესსკოლის მოდერნიზების, რომლის კონცეფციას 17 ივლისს დაგეგმილ პრეზენტაციაზე წარმოადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss