| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- კომპანია „ჯეოპარსი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის შესახებ აცხადებს.
ინვესტორებისთვის, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის სრულმასშტაბიან კვლევას, „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები ამზადებენ.
“მოხარულები ვართ, რომ „ჯეოპარსმა“ ჩვენ შეგვარჩია სუფსის 100,000 BPSD პეტროქიმიური კომპლექსის BFS-ის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, კომპლექსი მეზობელი პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნედლ ნავთობს მოიხმარს საწვავის და სხვა პეტროქიმიური პროდუქციის საწარმოებლად. ჩვენ დავიქირავეთ „არგუს მედია ლიმითედის“ ბრიტანეთის ოფისი ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური პროდუქციის ბაზრის კვლევის მოსამზადებლად. ჩვენ ერთად ვქმნით ამ პროექტის სრულფასოვან ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც დაზღვეული იქნება ყველა ტიპის ტექნიკური და ფინანსური რისკისგან. ჩვენ ვამუშავებთ პროექტის ისეთ ოპტიმალურ კონფიგურაციას, რომ კომპლექსის ტექნიკური სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო კლასის ტექნოლოგიურ სტანდარტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვაგრძელებთ მსხვილი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას”, - აცხადებს ანტონ ტველენევი, ადვიზიანის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ქიმიური მიმართულების დირექტორი.
„ჯეოპარსის“ დირექტორი ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების დაწყებას შემოდგომიდან აანონსებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯეოპარსი“ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან ერთად ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს. ივლისის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ბაზრის კვლევის შუალედური შედეგები, ოქტომბერში კი უკვე სრული კვლევა. შესაბამისად, ოქტომბრიდან ვიწყებთ პროაქტიულ მუშაობას მსხვილ ფინანსურ ინსტიტუციებთან პროექტის განხორციელების დასაწყებად”, - აღნიშნა „ჯეოპარსის“ დირექტორმა ლაშა ქორიძემ.
პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლრდ. დოლარს აჭარბებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ლიბერალურმა საგადასახადო კოდექსმა, კორუფციის დაბალმა დონემ ხელსაყრელი ბიზნესგარემო შექმნა ასეთი მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss