ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ჰონგ კონგის 7 მილიონიანი, მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაეხსნა
28 ივნისი, 2018, 10:31
საქართველოს ჰონგ კონგის 7 მილიონიანი, მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარი გაეხსნა

თბილისი (GBC) - საქართველოსა და ჩინეთის ს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

ეს შეთანხმება პირველია ჩვენს რეგიონში, რომელიც ჰონგ კონგმა გააფორმა.

დოკუმენტს ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე.  სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ  ეს ხელმოწერა იყო სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და შედეგი, რომელიც რეგიონთაშორისი ვაჭრობის გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და  ჰონგ კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა,  ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ - ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს.

ჰონგ კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი,  უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. 

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7 მილიონიან მაღალ მსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები