ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ტაო ჟენგი: ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს
28 ივნისი, 2018, 09:39
ტაო ჟენგი: ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალურო ფონდი ეროვნულ ბანკს პოლიტიკას უწონებს.

„მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია. ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი, მცურავ გაცვლით კურსთან ერთად ფრიად გამოადგა საქართველოს. არსებული რეჟიმი კიდევ უნდა გაძლიერდეს“, - მიიჩნევს სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი და სებ-ს  ფასებზე, ხელფასებზე, მონეტარულ და ფინანსურ პარამეტრებზე დაკვირვებას ურჩევს, რათა შესაბამისი მონეტარული პოზიცია შეიმუშავოს.

სსფ-ს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხადრაჭერილი პროგრამის ფარგლებში გატარებულმა ფინანსური სექტორის რეფორმამ გააძლიერა სექტორის ზედამხედველობა და რეგულირება.

თუმცა, ტაო ჟენგს საფინანსო სექტორის რეგულირებისთვის რეკომენდაციებიც აქვს:  „კრიზისის მართვის ჩარჩო უნდა მოერგოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. დაიხვეწოს სტრესის მართვის პროცედურები, შეიქმნას ბანკების რეზოლუციის ჩარჩო და სტრესის პირობებში ლიკვიდობის მიწოდების წესი“.

შეგახსენებთ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაასრულა 2018 წლის საქართველოს ეკონომიკის შეფასება „შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების“ ფარგლებში და ასევე საქართველოში ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხადრაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა. რის შემდეგად, საქართველოსთვის ხელმისსაწვდომი გახდა  30 მილიონ ‘სპეციალური ნასესხობის უფლებას’ (SDR), რაც 42.25 მილიონი აშშ დოლარის ტოლია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები