ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გირჩმა რეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი მარიტა შექმნა
25 ივნისი, 2018, 18:02
გირჩმა რეგიონში  პირველი პოლიტიკური ბოტი  მარიტა შექმნა

თბილისი (GBC) - პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი"  მოქალაქეებთან კომუნიკაციისთვის ჩეთბოტს გამოიყენებს. 

რეგიონში პირველი პოლიტიკური ბოტი , სახელწოდებით მარიტა v2.0 დღეს 20:00 საათზე ჩაეშვება.

 ხელოვნურ ინტელექტს სახელი პარტიის სოცმედია მენეჯერის, მარიტა რატიანის, პატივსაცემად  ეწოდა. 

მარიტა v2.0 საქართველოს მოქალაქეებს პარტიასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და მყისიერად მიაწვდის მათ ინფორმაციას გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის, დაპირებების შესახებ. გირჩის ჩეთბოტი მოქალაქეებს გირჩის მხარდამჭერების ბაზაში რეგისტრაციაშიც დაეხმარება და, ასევე, წვევამდელებს სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფს იმის თაობაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურის წოდება მიიღონ. 

"ამ დროისთვის გირჩის ჩეთბოტს შეუძლია გესაუბროთ გირჩის დაპირებებზე, მოსაწევზე, ნარკოპოლიტიკაზე, ბიბლიურ თავისუფლებაზე. ამასთან, შეუძლია შემოგთავაზოთ გართობის სხვადასხვა საშუალება, როგორიცაა მაგალითად, ქვიზები, სახელწოდებით „რამდენად კარგად იცნობ ილია ჭავჭავაძეს?“ და „ხარ თუ არა გირჩი?“ 

დროთა განმავლობაში მარიტა v2.0 მოქალაქეებისთვის პარტიის ხედვებისა და იდეების სრულყოფილად მიწოდებას შეძლებს. ამისთვის კი, მნიშვნელოვანია, რომ მას რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ესაუბროს. ჩეთბოტის ტუტორი და თანაავტორი გირჩის წევრი ლევან ჯგერენაიაა",- ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები