| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ნახშირის მეთანის ტექნოლოგიებს ეცნობა.
შახტებში, ნახშირის მოპოვებამდე, მეთანის ამოღებასა და მისი კომერციული მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი მიდგომები და ტექნოლოგები ასტანაში, გლობალურ სამთო კონგრესზე განიხილეს, რომელშიც GIG-ის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე მონაწილეობდა.
ნახშირის მეთანის მოპოვებისადმი მიძღვნილი პლენარული სხდომა ევროპაში გაეროს ეკონომიკური საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. მას მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და ნახშირის მომპოვებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 2019 წლის აპრილში, საქართველოში გაიმართება მეთანზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილავენ იმ საჭიროებებს, რაც ტექნოლოგიური კუთხით, ტყიბულში, ნახშირისა და მეთანის მოპოვებასთან არის დაკავშირებული.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრაზე ასევე მოიწვევს რეგიონში საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმოამდგენლებსაც, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს საქართველოში ნახშირის მოპოვების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას.
გარდა პლენარული სხდომისა, შედგა ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის უმსხვილესი ნახშირის მწარმოებელ კომპანიის Shanxi Coking Coal Group დირექტორთა საბჭოს წევრ, ლიუ ძიანგაოსთან, სადაც განიხილეს მინდელის შახტებში ნახშირისა და მეთანის მოპოვების ახალი მიდგომები, რომელმაც, ერთის მხრივ, უნდა გაზარდოს წარმოება, ხოლო, მეორეს მხრივ, უზრუნველყოს დასაქმებულითანამშრომლების მაქსიმალური უსაფრთხოება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss