ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სილიკონ ველის როკ - ვარსკვლავი, ცნობილი Angel ინვესტორი ზაქ კოელი თბილისში ჩამოვიდა
24 ივნისი, 2018, 19:37
სილიკონ ველის როკ - ვარსკვლავი, ცნობილი Angel ინვესტორი ზაქ კოელი თბილისში ჩამოვიდა

თბილისი (GBC)-2018 წლის 25 ივნისს, 18:00 საათზე მულტიფუნქციურ სივრცეში “ტერმინალი” (აბაშიძის ქ. #34) Startup Grind თბილისის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ცნობილ Angel ინვესტორთან ზაქ კოელისთან შეხვედრა გაიმართება. 

ზაკ კოელისმა თავად გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო თბილისში და მეტი გაეგო ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტარტაპ ეკოსისტემაზე. მისი დაინტერესება საქართველოთი კი Startup Grind-ის გლობალურ ღონისძიებაზე „სილიკონ ველიში“ ქართველებთან შეხვედრამ გამოიწვია.

„ის სილიკონ ველიში როკ-ვარსკვლავივითაა“ - აღნიშნავს კოლინ დონოჰუე, თბილისის ლოკალური Startup Grind-ის თანადირექტორი.

"მან უხელმძღვანელა ენჯელ ინვესტიციის რაუნდს რეისების ავტომატიზაციისათვის, რომელიც 2015 წლის სექტემბერში დაიხურა. შემდეგი წლის მარტში კი 1 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ამ მოცულობის თანხით გასვლა პროექტიდან, რომელსაც მხოლოდ 18 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა, სილიკონ ველისთვისაც კი გასაოცარია“ - განაცხადა დონოჰუემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები