ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის  
23 ივნისი, 2018, 21:55
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის   

 

თბილისი (GBC) - რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში, საუბარი არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინ გამართულ სხდომაზე სახელმწიფო მდივნის ან სხვა კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით, დისკუსია არ გამართულა.

“ჩვენ გვქონდა, ზოგადად, დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. აქ არ არის საუბარი, ზოგადად, რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის,  გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული, ასე ვთქვათ,  მიმართულებების განსაზღვრა. ეს იყო ზოგადი ინიციატივა, რომელზეც გრძელდება, რა თქმა უნდა, მსჯელობა.  ჩვენ ვრჩებით იმ, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი  მთავრობაში - ეს არის -მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რაიმე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე იმსჯელებს გუნდი და ამაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი ივლისის პირველ კვირაში დასრულდება და კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ამის შემდეგ დაიწყება.

„ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში, კანონი- „მთავრობის შესახებ კანონში“ ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში, სავარაუდოდ, ამის შემდეგ უკვე დაიწყება კონსულტაციები თვითონ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ინიციატივა აქ ეკუთვნის, რა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პერსონალურ შემადგელობას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

“ჯერ უნდა დაველოდოთ პრემიერმინისტრის წინადადებას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ეს არის პრემიერის პრეროგატივა. ვიდრე ის არ ისარგებლებს ამ პრეროგატივით, დამატებითი კომენტარების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია საქართველოს მთავრობაში 14 მინისტრის ნაცვლად, 11 მინისტრის არსებობაზე. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, ეს არის გამართული კონსულტაციების შედეგი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

"კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ხვალ, ზეგ უკვე გამოიკვეთება  გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ჩვენ კონსულტაციები უმრავლესობა-მთავრობის ფორმატში. პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ უკვე საბოლოო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული უმრავლესობაში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამოსავალი წერტილი მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის სისტემაა.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არ არის.

„მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არ არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად ეფექტიანი და რაციონალური სამთავრობო სტრუქტურა", - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები