| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.
ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციის პასუხად, რაც ბანკების სამეთვალყურეო და მმართველი რგოლის გამიჯვნას ეხება, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. გიორგი კალანდარიშვილი მხოლოდ ბანკის მართვაზე იქნება კონცენტრირებული.
პარალელურად, ბანკის მფლობელებმა საბჭოში საქართველოს ეროვნული ბანკის ექს- პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე მიიწვიეს. ის საბჭოს დამოუკიდებელ წევრად 4 წლით დაინიშნა.
ირაკლი მანაგაძეს შთამბეჭდავი კარიერა აქვს. მათ შორის, მუშაობდა მსოფლიო ბანკში და1998-2005წწ. იყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, გასული წლის ცვლილებების შედეგად, ლიბერთი ბანკის 75% ეკუთვნის ნიდერლანდებში რეგისტრირებულ "ჯორჯიან ფაინენშალ გრუპს", 4.25% -ის ნომინალური მფლობელია „გალტ ენდ თაგარტი“ , 18%-ის ნომინალური მფლობელია „ჰერითიჯ სიქიურითიზი“ და 2.4%-მდე წილს ფლობენ 1%-ზე ნაკლების მქონე აქციონერები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss