| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენ ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ დღგ-ს დაბრუნებას, ფაქტიურად დავაბრუნეთ იმდენი რამდენიც შარშან მთელი წლის განმავლობაში, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტში გამოსვლისას.
მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება და სავალუტო ფონდთან შეთანხმებით, ფინანსთა სამინისტრო 2018-20 წლებში 1.5 მილიარდ ლარს დაუბრუნებს ბიზნესს.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ვინაიდან ძალიან დიდი მოცულობის თანხა იყო ამოღებული ქართველი მეწარმეებიდან, რომელიც ჩვენ ასევე მემკვიდრეობით გვერდგო დღგ-ს სახით, რომელიც არ ბრუნდებოდა ძალიან ბევრი ბიუროკრატიული თუ სუბიექტური მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად ავტომატიზირებული, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ ინიცირებული რეფორმა, რომ გადასახადები დაბრუნდეს ავტომატურ რეჟიმში", - განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიზნესმა იგრძნოს, რომ დღგ თავისი ბუნებით არ შეიძლება იყოს ტვირთი მეწარმისთვის და უნდა შეიცვალოს ნეგატიური სტერეოტიპი.
" ეს თანხები, რაც დაბრუნდება არის ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჩვენი მეწარმეებისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ბოლო თვის ციფრები სწორედ ამის მაჩვენებელია, ისევე როგორც ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე ჩვენი კომპანიების კონკურენტუნარიიანობის ზრდა და შესაბამისად დასაქმების ზრდას", - აღნიშნა ბახტაძემ.
ექს-ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო შემოსავლების ზრდაზეც აღნიშნა - 2018 წლის 5 თვეში საგადასახადო შემოსავლები 5 თვის საპროგნოზო მაჩვენებლთან მიმართებაში 130 მლნ-იანი გადაჭარბებით არის შესრულებული, ჯამში 2017 წელთან შედარებით 300 მლნ ლარით მეტია მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების სახით, მოგების გადასახადის გარეშე 5 თვის საგადასახადო შემოსავლების ზრდამ შეადგინა თითქმის 330 მლნ. ლარი.
"აქტიურად გადაგვაქვს დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხები, რათა უზრუნველვყოთ დღგ-ს ზედმეტობების დროული დაბრუნება. აქვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის უკან საგადასახადო სამსახურს ქონდა დაფიქსირება შემოსაველბის სახით, რომელიც არის ისტორიული მაქსიმუმი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში", - განაცხადა ბახტაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss