ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქართული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად სებ-ი 5 ლარიან მონეტას მოჭრის
20 ივნისი, 2018, 16:45
ქართული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად  სებ-ი 5 ლარიან მონეტას მოჭრის

თბილისი (GBC) - პირველი ქართული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად  სებ-ი 5 ლარიან მონეტას მოჭრის.  

ეროვნულმა ბანკმა მონეტის დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. 

მონეტა ეძღვნება  1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოსულ  პირველ  ქართულ ეროვნულ საფოსტო მარკას,  10 კაპეიკის ნომინალით.

საკოლექციო მონეტა ვერცხლისგან მოიჭრება. დასაშვებია, როგორც მრგვალი, ასევე მართკუთხა ფორმის დიზაინი. 

დიზაინი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ელემენტებს: ვალუტის დასახელებას ქართულ ენაზე და ნომინალურ ღირებულებას ციფრებით - „5 ლარი” ან “ხუთი ლარი“; ემიტენტი ქვეყნის დასახელებას ქართულ და ინგლისურ ენებზე - „საქართველო“, „Georgia”;  გამოშვების წელს - „2019“; ლარის სიმბოლო ნომინალის აღმნიშვნელ ციფრთან ერთად -„5₾“;  თემისა და მოვლენის აღმნიშვნელ დეტალ(ებ)ს/ წარწერებს.  

კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის ჯილდოდ  3000 ლარს მიიღებს. 

საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2018 წლის 20 ივნისიდან, 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე ( მისამართზე: ქ. თბილისი 0114, სანაპიროს ქ. #2 საქართველოს ეროვნული ბანკი)

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები