ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე ენმ-სთვის თანხის შეწირვაზე: თუ ეს იყო თაღლითობა, საინტერესოა, ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის
20 ივნისი, 2018, 16:23
ბახტაძე ენმ-სთვის თანხის შეწირვაზე: თუ ეს იყო თაღლითობა, საინტერესოა, ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის

თბილისი (GBC) - ბოლო 1 კვირის განმავლობაში არაერთი განმარტების მიუხედავად, პრემიერობის კანდიდატს 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების საკითხის განმარტება  პარლამენტში ნდობის გამოცხადების პროცედურისას კიდევ ერთხელ მოუხდა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ არასდროს თავისი თანხა ნაციონალური მოძრაობისთვის არ შეუწირავს. 

"თქვენს  მიერ მიღებულმა კანონმა, რომელმაც აკრძალა (შეზღუდა) იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსება, იქიდან გამომდინარე რომ ქართულ ოცნებას არ ჰქონოდა შესაძლებლობა მიეღო შესაბამისი დაფინანსება 2012 წლის არჩევნებში და ასეთ კანონს მიეცით უკუქმედების ძალა,  გამოიწვია ის,  რომ ტექნიკურად, მოხდა ფიზიკური პირების ანგარიშების გამოყენება და ასეთია 30 000 ადამიანზე მეტი", - განმარტა ბახტაძემ.

პრემიერობის კანდიდატი კითხვასაც სვამს, "თუ ეს იყო თაღლითობა საინტერესოა, ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინა არის?!"

როგორც ოთხშაბათს აუდიტის სამსახურმა განმარტა,  მუხლი, რომელიც მამუკა ბახტაძემ შესაძლოა დაარღვია სხვისი თანხის ენმ-სთვის შეწირვით, ამნისტირებულია და მას ჯარიმა არ დაეკისრება. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები