ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანტისატანკო სისტემები ჯაველინები უკვე საქართველოშია
19 ივნისი, 2018, 12:31
ანტისატანკო სისტემები ჯაველინები უკვე საქართველოშია

თბილისი (GBC) - საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისა  და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაღმავებისთვის თავდაცვის სამინისტროს აქტივობებზე მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა. 

ლევან იზორიას თქმით, წელს,  საქართველომ NATO-ს  სტანდარტებთან  მიახლოება შეძლო:  თავდაცვის ბიუჯეტი  მშპ-ს 2%-ია და  ამ ბიუჯეტის 20% მიმართულია აღჭურვილობაზე.  

"ამ ფინანსებით შევიძინეთ ყველაზე ეფექტიანი ანტისატანკო სისტემა - "ჯაველინების"  სახით და ის უკვე საქართველოშია. ამასთან, ჩვენ განვსაზღვრეთ შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია, პირველად, თავდაცვის  სამინისტროს არსებობის ისტორიაში, რომელიც მოიცავს 2019 -2025 წლების პერიოდს და სადაც  განსაზღვეულია ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც ანტისატანკო სისტემასთან ერთად, მოიცავს  ანტისაჰაერო შესაძლებლობების გაზრდას. განსაკუთრებით, ტაქტიკური ანტისაჰაერო სისტემების უზრუნველყოფას. ამ მიზნით ვიმყოფებოდით აშშ-ში. ჩვენ გვქონდა პოზიტიური დაპირებები, რომ საქართველო მიიღებს, "ჯაველინებთან" ერთად, უახლეს ანტისაჰაერო სისტემებს - "სტინგერებს", - განაცხადა ლევან იზორიამ. 

როგორც ცნობილია საქართველოს "ჯაველინების"  შეძენა 160 მილიონი დაჯდება.  შესყიდვა ორ ტრანშად განხორციელდება, 2018 და 2019 წლებში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები