| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშოები აქტიურ ფაზაში ჯერაც არ არის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატი დარწმუნებუალია, რომ უნივერსიტეტი 2019 წლის სექტემბერში სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.
მიხეილ ჩხენკელის ოპტიმიზმს კი, ოპოზიცია ვერ იზიარებს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ადგილზე სამუშაოები ჯერ არ მიმდინარეობს.
"ქუთაისის უნივერსიტეტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა არის ასეთ, რომ 2019 წელს სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების პირველი მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ. მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება იქნება წამყვანი, ასევე მეცნიერების მენეჯმენტის კუთხითაც მივიღებთ სტუდენტებს”, – განაცხადა ჩხენკელმა.
მისი თქმით, წამყვანი პროფესორების ჩართულობით, ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი გაიხსნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss