ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ბახტაძის მთავარი ბიზნეს- გზავნილები
18 ივნისი, 2018, 17:25
მამუკა ბახტაძის მთავარი ბიზნეს- გზავნილები

თბილისი (GBC) - პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი რეფორმების ტალღას აანონსებს.

პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამაში  ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის 21 მთავარი გზავნილია. 

გზავნილებია:

▪ დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი;

▪ მომზადდება რეფორმა სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ. პალატები სპეციალიზებული იქნება კომერციული და საგადასახადო საქმეების განხილვაზე -

▪ საგადასახადო სისტემა განაგრძობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წახალისებას.  კერძოდ, ქართული წარმოების ნატურალური რძე და რძის ნაწარმი სრულად გათავისუფლდება დღგ-სგან. დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდება ფარმაცევტული საწარმოს მიერ წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება. ამით საგრძნობლად შემცირდება იმპორტული საქონლის უპირატესობა ადგილობრივის მიმართ;

▪ შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისათვის საქართველოში რეგიონალური ოფისების დაფუძნებისათვის;

▪ გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხა;

▪ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით;

▪ შემუშავდება ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას;

▪ მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, კერძო სექტორს 2020 წლამდე დარჩება დაახლოებით 2  მილიარდი ლარი, რაც წაახალისებს ინვესტიციებს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას და შექმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს.   დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების რეფორმით 2018-2020 წლებში ბიზნესს დაუბრუნდება 1,5 მლრდ ლარზე მეტი.  საგადასახადო ზედმეტობები 2020 წლის ბოლოსთვის სრულად იქნება გარდაქმნილი ლიკვიდურ აქტივებად;

▪ ფართოდ დაინერგება ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც, ერთი მხრივ, საშუალებას მისცემს ბიზნესსექტორს, ისარგებლოს თანამედროვე და ეფექტიანი მომსახურებით, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს გადასახადებისგან თავის არიდების რისკების შემცირება და სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება;

▪ ახალი ინოვაციური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემები გულისხმობს ავტომატური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის დანერგვას. დაგეგმილი რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთს როგორც ბიზნესსუბიექტებისათვის, ისე შემოსავლების სამსახურისათვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა ეფექტიანად დაინერგოს აღნიშნული სისტემა;

▪ დაინერგება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საგადასახადო ორგანოებთან გადამხდელების ურთიერთობას და გადასახადების ადმინისტრირებას;

▪ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, გატარდება რეფორმები მშენებლობის, ენერგოეფექტიანობის, ტრანსპორტის, წიაღის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში;

▪ გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა;

▪  დაიხვეწება და გაუმჯობესდება არსებული ონლაინსერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიის ელექტრონულად დარეგისტრირება, ისე არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიუსვლელად;

▪ არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ საქართველოში განახორციელონ კომპანიების ონლაინრეგისტრაცია. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს უცხოელ პირებს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები საქართველოში ჩამოუსვლელად, ასევე გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში და სრულად ისარგებლონ საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებით;

▪ მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს სწრაფი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას. აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტიანობის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და ფინანსური ინკლუზიურობის კუთხით, აგრეთვე იგი საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის კეთებას.

▪ გადახდისუუნარობის საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა. რეფორმა მოიცავს როგორც სამეწარმეო, ისე სამოქალაქო გადახდისუუნარობას.

ფართოდ დაინერგება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ინსტრუმენტი, რაც მოგვცემს საშუალებას, თითოეული გადაწყვეტილების გავლენა ეკონომიკაზე იყოს წინასწარ გაანალიზებული შესაძლო ნეგატიური გავლენებისაგან თავის არიდების მიზნით.

▪შემუშავდება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელშიც ასახული იქნება ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნები.

▪ უზრუნველყოფილი იქნება საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავება, ინსტიტუციონალურ დონეზე პლატფორმის აქტიური ფუნქციონირება და რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოება.

▪ კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის მოხდება სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი. გაძლიერდება ქვეყნის კონკურენტუნარიანი დარგების სახელმწიფო მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი წარმოების ზრდის, ისე საექსპორტო პოტენციალის გაფართოების მიმართულებით.

იხილეთ სამთავრობო პროგრამა http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/97052/mm_2018-2020_programa 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები