| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მამუკა ბახტაძე დიდ ცვლილებებს აანონებს - განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება, შეიცვლება 6 მინისტრიც- ვინ, ჯერ უცნობია.
პრემიერობის კანდიდატი ახალი სამთავრობო სტრუქტურის და პერსონების დასახელებისთვის 2-3 კვირიან ვადას ითხოვს, რასაც პროცედურების პატივისცემით ხსნის- მთავრობის ახალი, შემცირებული სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს. ახალი პრემიერი კი, მმართველმა გუნდმა პარლამენტს, ძველის წასვლიდან, 7 დღეში უნდა წარუდგინოს.
სწორედ დროის მიზეზით, პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს ნდობის მოსაპოვებლად ამ ეტაპზე, არსებული სტრუქტურით მიმართავს, რომელიც 14 სამინისტროს აერთიანებს. მინისტებიც ფორმალური იქნება. მათ ნაწილს ბახტაძე გუნდში აღარ მიიწვევს.
ასევე პროცედურების დუბლირების გამო, პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს სთხოვს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება პირველი მიმართვისას შემჭიდროვებულად მოხდეს, დეტალური განხილვები კი, ახალი სტრუქტურის და მთავრობის განახლებული შემადგენილობის წარდგენისას მოხდეს, რათა თავიანთი ხედვები მათ წარადგინონ, ვინ მამუკა ბახტაძესთან ერთად იტვირთავს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.
პრემიერობის კანდიდატმა დღეს ისიც დააკონკრტა, რომ სამთავრობო პროგრამა მზად არის და განსახილველად ხვალვე შევა პარლამენტში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss