ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული საფოსტო მარკა EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი
18 ივნისი, 2018, 11:48
ქართული საფოსტო მარკა EUROPA  2018 - ბესლეთის ხიდი  ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი

თბილისი (GBC) - ქართული საფოსტო მარკა EUROPA  2018 - ბესლეთის ხიდი  ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი.

კონკურსი ევროპის საფოსტო გაერთიანების  PostEurop -ის ეგიდით ყოველწლიურად იმართება.  საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს.  წლევანდელ თემას ხიდები წარმოადგენს.

საქართველოს  ფოსტის მიერ კონკურში წარდგენილ მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ.

ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, მისი სიგრძე 35 მ., სიმაღლე 8 მ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა  - „ქრისტე მეუფეო ყოველთა.... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე  შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.

ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ PostEurop - ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“.

იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2018 წლის ევროპის საუკეთესო მარკა, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და ხმა მისცეთ ქართულ საფოსტო მარკას - http://www.posteurop.org/europa2018

ხმის მიცემის წესები:

▪ რეგისტრაციისთვის სავალდებულო შესავსები ველები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და ქვეყანა (მისამართის მითითება არ არის სავალდებულო)

▪ მარკის მონიშვნა

▪ ხმის მიცემა - (ქვედა მარჯვენა კუთხეში).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები