ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
თიბისი კაპიტალი ევრობონდების განთავსებაზე მუშაობს
15 ივნისი, 2018, 10:45
თიბისი კაპიტალი ევრობონდების განთავსებაზე მუშაობს

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის გააქტიურებაზე აცხადებს.

კომპანიის  ხელმძღვანელის, ირაკლი ელაშვილის განცხადებით, ბროკერი რამდენიმე ტრანზაქციაზე მუშაობს, როგორც კერძო, ასევე საჯარო შეთავაზებებზე, მათ შორის არის ევრობონდების განთავსებაც.

თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევაც წარადგინა -  „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში“, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული კაპიტალის ბაზრის ვითარება და გამოწვევები.

ირაკლი ელაშვილი ამბობს, რომ ობლიგაციების ბაზარი მცირეა, მაგრამ სწრაფადგანვითარებადი, რასაც დაეხმარება საპენსიო რეფორმაც.

„საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ბაზრის (კაპიტალის) გავითარებისთვის. კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ლარის მობილიზება და დაბანდება მოხდეს“, - აღნიშნავს ელაშვილი.

ის მთავარ გამოწვევებს შორის ინფორმაციისა და ინვესტორების ნაკლებობას ასახელებს.

„ჩვენი აზრით, ქვეყანაში არსებობს კარგი ინფრასტრუქტურა, მიმზიდველი გარემო,  რომ მოვიზიდოთ ახალი უცხოელი ინვესტორები, რომლებიც კონკრეტულად   ობლიგაციების ბაზარში  ჩადებენ ფულს. აუცილებელია მუშაობა ადგილობრივ ონვესტორებთან, მნიშვნელოვანია  ბანკებს როლი და ასევე,  ახალი ინსტიტუციონალური ინვესტორის  (საპენსიო ფონდის) გაჩენა დიდ როლს ითამაშებს“, - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები