ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა
15 ივნისი, 2018, 10:21
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეთიკის ქარტიამ ელისო კილაძის მიერ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა დაადასტურა

თბილისი (GBC) - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, გაზეთ "ქრონიკა +"-ის  მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

საუბარია ჟურნალისტის სტატიაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ქუმსიშვილის  საწინააღმდეგო ცნობები იყო მოცემული, რაც ქარტიამ  ქარტიის პირველი პრინციპის  დარღვევად მიიჩნია. 

„ელისო კილაძის მხრიდან ჩემი მისამართით არაერთხელ გაჟღერებულა სიცრუე და ცილისწამება, თუმცა ამ აბსურდულ ბრალდებებზე დროის დახარჯვა არაგონივრულად მიმაჩნდა ყოველთვის და პასუხის ღირსადაც კი არ ვთვლიდი. მაგრამ კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით  ყოვლად ბინძური და ცილისმწამებლური ბრალდებები გააჟღერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის,“ -  განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, ეთიკის ქარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითაც ხაზი გაუსვა კილაძის არაკეთილსინდისიერ ე.წ. ჟურნალისტიკას და ჟურნალისტური ეთიკის პირველი პრინციპის დარღვევა დაადასტურა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ქარტიის საბჭოს წევრებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს ევროპული გზა წარმოუდგენელია. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია საქართველოში თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელი მედიის არსებობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა.

ელისო კილაძემ გაზეთ "ქრონიკა +" -ში  5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?"

სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები