ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლუხუნი ჰესი 2 -ის მშენებლობას საერთაშორისო ენერგო კორპორაცია დაასრულებს
14 ივნისი, 2018, 22:39
ლუხუნი ჰესი 2 -ის მშენებლობას საერთაშორისო ენერგო კორპორაცია დაასრულებს

თბილისი (GBC) - ლუხუნი ჰესი 2 -ის მშენებლობას "საერთაშორისო ენერგო კორპორაცია" დაასრულებს. 

კომპანია ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებულია და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე აქტივი გადაეცემა თუ "რუსთავი ჯგუფს"  4 546 500  დოლარს გადაუხდის. ასევე უნდა უზრუნველყოს მთავრობის მიერ ამავე კომპანიისთვის დაკისრებული 53 500 დოლარის გადახდა.  

“რუსთავი ჯგუფისთვის”, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ჩამორთმეული პროექტის დასასრულებლად სავარაუდოდ 10 მილიონი დოლარის დამატებაა საჭირო. 

ჰესი ნახევრადაშენებულია და მასზე  არ მოქმედებს გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება. მის მფლობელს მხოლოდ ზამთრის 3 თვის განმავლობაში ევალება ელექტროენერგიის საქართველოში რეალიზაცია, ნებისმიერ მყიდველზე, თავისუფალ (დერეგულირებულ) ფასად.

ჰესის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 12 მგვტ-ია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები