| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეს მასკარადი, როცა არ ვიცით, რა პრინციპით მიდიან და ირჩევიან პრემიერ-მინისტრები, უნდა დამთავრდეს, - პრეზიდენტმა პრემიერად მოსვლისკენ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, თქვა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც შესაბამისი იქნება ევროპულ მოდელთან.
"ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის გასაგებია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის არჩევაზე, რომლის მიმართ არ გაჩნდება კითხვები რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და აქვს ძალაუფლება და შესაძლებლობა ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა ", - განაცხადა მარგველაშვილმა.
მან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე ისაუბრა. თქვა, რომ ვერ იტყოდა, რომ მისი საქმიანობა წარუმატებელი იყო და ერთმნიშვნელოვნად ვერ შეაფასებს მას, როგორც წარუმატებელს და უარყოფითს.
"მე მიმუშავია 4 მაღალ თანამდებობის პირთან და მინდა ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო ყველაზე კომფორტული სამუშაოდ, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით რასაც აკეთებდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თქვა, რომ გაუგებარია მხოლოდ ეკონომიკურ პრობლემებზე აპელირება და გვერდის ავლა იმ საკითხზე, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და ეს არის სამართლიანი მართლმსაჯულების საკითხებს.
სამთავრობო ცვლილებებზე შეფასებები პრეზიდენტმა ბათუმში მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე - “საქართველოს ევროპული გზა” გააკეთა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss