| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის მარეგულირებელი მთავრობის მორიგი ინიციატივები პარლამენტში გუშინ შევიდა, იმ დროს, როცა საპარლამენტო კომიტეტები ჯერ კიდევ "სამაისო პაკეტს" განიხილავდნენ, მათ შორის 100%-იანი ეფექტური განაკვეთის 50%-მდე და ვადაგადაცილებაზე ჯარიმის შემცირების საკითხებს.
ბინის, ავტომობილის ან სხვა ქონების უზრუნველყოფით ფულის გასესხება ჯერ არ იკრძალება. გამსესხებლის სტატუსის გარეშე, რასაც სებ-ში რეგისტრირება და ₾10 000 -იანი მოსაკრებელი სჭირდება, საქმიანობა 1 იანვრიდან შეიზღუდება. 5-ჯერ მეტი დაუჯდა რეგისტრაცია მ/ო - სუბიექტებს, რომლებმაც ეს ეტაპი უკვე გაიარეს. რეგულაციის მორიგ ნაკადში დაურეგულირებელი ყველა პირი ექცევა, მათ შორის შპს-ს და ინდ.მეწარმეც. ფიზიკურ პირებისთვის მსგავსი საქმიანობა კანონგარეშედ ჩაითვლება.
გამონაკლისად რჩება მხოლოდ ე. წ გირაო, ბინის დაგირავება გარკვეული ვადით საცხოვრებელი მიზნით, თუმცა ერთ პირს წლის განმავლობაში 2-ზე მეტ-ჯერ არ შეეძლება.
საკანონმებლო ცვლილებები კორდინაციაშია სებ-ის დებულებასთან (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3345).
პაკეტი რამდენიმე პროექტს მოიცავს, მათ შორის სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც ნებისმიერ გამსესხებელს (ბანკი, მ/ო, ლომბრდი ...) უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების გარდა, სხვა ქონებაზე იძულებით მიქცევას უზღუდავს. მაგ: ქონება თუ ₾1 000 -ადაა ჩადებული და 200 ლარით გაიაფდა, კრედიტიორი 800 ლარს უნდა დაჯერდეს. ამ დროისთვის კოდექსი მსესხებელს ქონებრივ პასუხისმგებლობას მთლიან ვალზე, სრული ღირებულებით ავალდებულებს. ანალოგიური მიდგომი იცვლება მხარეთა ვალდებულებების იპოთეკის ნაწილშიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss