| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რა გავლენა ექნება საპენსიო რეფორმას ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ის, რომ რეფორმის რეგულირების გავლენის დოკუმენტი (RIA) უკვე მზადაა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ TV პირველზე (ანალიტიკა) განაცხადა.
"ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა RIA და ის საჯარო გახდება მომავალ კვირაში. ამ დოკუმენტის თანახმად შესაძლებელია ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება იყოს ამ რეფორმით მიღებული სარგებელი, ან ხარჯები ციფრებში, ასევე რა შეიძლება იყოს მისი ალტერნატივები", - განაცხადა ზოიძემ, აღნიშნა, რომ დოკუმეტი წარდგენილი იქნება საკომიტეტო განხილვაზე.
შეგახსენებთ, დაახლოებით ანალოგიური დოკუმენტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - "მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) დაკვეთით, ISET-მა მოამზადა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრომ მას "წინასწარი შეფასების დოკუმენტი" უწოდა და არ გაუსაჯაროებია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss