| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტი საპილოტე რეჟიმში ერთ-ერთ რეგიონში ამოქმედდება.
ფონდის წარმატებით საქმიანობის გატესტვის ამ მოდელზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის შეხვედრაზე იმსჯელეს.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, რომან კაკულიამ და ფრანსუა პეჰშომ იმ ძირითად გამოწვევებზეც ისაუბრეს,რასაც სავალუტო ფონდი, საკრედიტო საგარანტიო ინსტრუმენტის წარმატებულად მუშაობაში ხედავს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭირო იქნება სხვადასხვა რეგიონში დონორების მიერ განხორციელებული პროექტების დეტალური ანალიზი, რათა ამის შემდეგ სწორად შეირჩეს ისეთი საპილოტე რეგიონი, რომელშიც არსებული ბიზნეს შესაძლებლობები უკვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული რეგიონში არსებული საქმიანობებიდან გამომდინარე. ითქვა, რომ ყველა დონორს გააჩნია ტრენინგისა და სწავლების კომპონენტი. თუ ეს კომპონენტი კონცენტრირდება წინასწარ შერჩეულ რომელიმე რეგიონში და ამის მიხედვით მომზადდება ამ რეგიონის საკრედიტო-საგარანტიო სქემის განხორციელების არეალი, ეს გარკვეული გარანტია იქნება მისი წარმატებული ფუნქციონირებისთვის.
„ ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საპილოტედ რომელიმე რეგიონის შერჩევა. ასევე ვთვლით, ამ საკრედიტო სქემამ რომ იმუშაოს მას წინ უნდა უსწრებდეს იმ შესაძლებლობების ცოდნა, იმ პროდუქციისა თუ მომსახურებათა წარმოების ცოდნა, რომელსაც პერსპექტივა აქვს ამა თუ იმ რეგიონში. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს ეს სქემა წარმატებული“, - რომან კაკულიამ შეხვედრის დასასრულს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss