| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე Stadler-ის ლიანდაგის გადამყვანები დამონტაჟდება.
შესაბამისი ხელშეკრულება შვეიცარიულ კომპანიასა და შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“ შორის გაფორმდა.
Stadler-ის ცნობით, UIC-60 სტანდარტის ლიანდებზე ავტომატური გადასვლის სისტემა დამონტაჟდება თურქეთის საზღვართან ახლოს, ახალქალაქში. ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს მატარებლების შეუფერხებელი გადართვა ევროპული სტანდარის ლიანდაგიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სტანდარტზე.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა რ65 სტანდარტის (ფართე) ლიანდები უერთდება ევროპულ UIC-60 სტანდარტის (ვიწრო) ლიანდებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდებზე მოძრავი შემადგენლობა უნდა გადავიდეს ავტომატურ რეჟიმში, სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ).
სწორედ ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გამო, მგზავრთა გადაყვანის დაწყება იგეგმება 2019 წლისათვის.
ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთი მთლიანობაში მოიცავს 180 კილომეტრი სიგრძის სრულიად ახალ ლიანდაგს. აქედან 153 კილომეტრი არის რ65 სტანდარტის 1520 მმ.-ანი ლიანდაგი, ხოლო 27 კილომეტრი - ევროპული UIC-60 სტანდარტის 1435 მმ.-ანი ლიანდაგი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss