ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
განვადების და ლიზინგის დროს  100 000 ლარამდე ნივთის ფასის უცხოურ ვალუტასთან მიბმა აიკრძალება
6 ივნისი, 2018, 15:08
განვადების და ლიზინგის დროს  100 000 ლარამდე ნივთის ფასის უცხოურ ვალუტასთან მიბმა აიკრძალება

თბილისი (GBC) –  100 000 ლარამდე ნივთის განვადებისას, ფასის უცხოურ ვალუტასთან მიბმა აიკრძალება.

ცვლილება  სამოქალაქო კოდექსში შედის,  5051-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი და განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებული იქნება ფიზიკური პირისაგან (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმისაგან) 100 000 ლარამდე ნივთის ფასი მიიღოს ისე, რომ ნივთის ფასის მიღება არ იყოს ინდექსირებული ან ნებისმიერი ფორმით მიბმული უცხოურ ვალუტაზე.

მსგავსი რეგულაცია შემოდის ლიზინგთან მიმართებითაც.

დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ზომები.  კერძოდ, სამართალდამრღვევს დაეკისრება სახდელი - გაფრთხილება, ხოლო 30 კალენდარული დღის ვადაში სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით. აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პირი განმეორებით დაჯარიმდება 1000 ლარით.

ამასთან, კონკრეტდება, რომ სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5051-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ლიზინგის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები