| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნეს ლედი ლაურა ღაჭავა შეფერხებულ Radisson Red-ის მშენებლობაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო თბილისში, ჭავჭავაძის 23 - ში, რამიშვილისა და ჭავჭავაძის კუთხეში უნდა აშენდეს, თუმცა იმის გამო, რომ გამომცემლობა "ტაბულას" დამფუძნებლი თამარ ჩერგოლეიშვილი მისი სახლის წინ სასტუმროს მშენებლობას ასაჩივრებს, მშენებლობა შეჩერებულია.
“ჩვენ მაცხოვრებლები უკვე გადაყვანილი გვყავს ქირით, Radisson-ს მომსახურებაში ცალკე თანხას ვუხდით და შესაბამისად, ხარჯები დიდია და საქმე წინ ვერ მიდის”, - აცხადებს ღაჭავა და აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად Radisson-თან კონტრაქტის გაწყვეტა არ სურთ, თუმცა კონტრაქტი გაწყდება, თუ სასამართლო მშენებლობის ნებართვას არ მისცემს.
Radisson-თან მოლაპარაკებებს ბიზნესმენი დავით კოდუა სწორედ ახლა მართავს, რაც კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
ღაჭავა იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss