ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP  განახლებული საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი გახდა  
6 ივნისი, 2018, 12:06
PSP  განახლებული საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერთიფიკატის მფლობელი გახდა  

თბილისი (GBC) - კომპანია „PSP“-მ ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციების IQ Net და CSQ სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და განახლებული სტანდარტის ISO 9001:2015-ს მფლობელი გახდა.

წინამორბედი სტანდარტისგან განსხვავებით (ISO 9001:2008) ახალი ISO 9001:2015, სრულად  აგებულია კომპანიაში მიმდინარე პროცესების, რისკის მართვის პოლიტიკაზე.

პირველად ISO 9001:2008 სერტიფიკატი PSPპ-მ 2008 წელს მიიღო გერმანული სასერტიფიკაციო ორგანიზაცია TUV Rheinland-ის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად. ამ ნიშნით PSP  პირველი საააფთიაქო ქსელია დსთ-ს სივრცეში. 2008 წლიდან მოყოლებული PSP წარმატებით გადის ზედამხედველობით და სასერტიფიკაციო აუდიტებს და ახალი რეგულაციების კვალდაკვალ ნერგავს სიახლეებს ხარისხის მართვის მენეჯმენტში.

„პსპ 1994 წლიდან მომხმარებლისთვის ხარისხის გარანტია; როგორც მედიკამენტების, პროდუქციის, სერვისის, ასევე ხარისხის მართვის მიმართულებით. ჩვენი კომპანიის მთავარი საზრუნავი მომხმხარებელია, რომელსაც მუდმივად მხოლოდ გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებს ვთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასად. ამიტომ PSP დაარსებიდან მუდამ მხოლოდ ევროპის და მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომლებიც ფარმავეტული წარმოების საერთაშორისო სტანდარტის GMP-ს მიხედვით აწარმოებენ პრეპარატებს. ხარისხი ჩვენი მთავარი ორიენტირია. მუდმივად ვნერგავთ სიახლეებს, რომლებიც მთლიანად ფარმაცევტული დარგის განვითარებას ემსახურება,“- აცხადებენ პსპ-ში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები