ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მერაბ კაკულია ვითიბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა
4 ივნისი, 2018, 17:37
მერაბ კაკულია ვითიბის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა

თბილისი (GBC) -  ფინანსისტი მერაბ კაკულია "ვითიბი ბანკი საქართველომ" სამეთვალყურეო საბჭოში მიიწვია. 

"ბანკ ვეტებეს" გადაწყვეტილებით,  მერაბ კაკულია ვითიბის  სამეთვალყურეო საბჭოს  დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა. კიდევ ერთი დამოუკიდებელი წევრია გოჩა მაცაბერიძე. 

2013 წლიდან, მერაბ კაკულია  ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის  კვლევის ცენტრის დირექტორია. 

2005 წლიდან  არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;  აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, იკავებდა  საქართველო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც. 

შეგახსენებთ, ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვა არჩილ კონცელიძემ, რომელიც მენეჯმენტში  რჩება და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  განაგრძობს საქმიანობას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები