ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გაფიცვა აღარ შედგა - GM-მა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთათვის შეღავათების პაკეტი შეიმუშავა
4 ივნისი, 2018, 11:39
გაფიცვა აღარ შედგა - GM-მა  ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთათვის შეღავათების  პაკეტი შეიმუშავა

თბილისი (GBC) - ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა. 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა.

წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა.

“კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. მოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი”,-ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები