ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი Khan Academy-ს ფიზიკის გაქართულებაში დაეხმარება
4 ივნისი, 2018, 10:28
დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი Khan Academy-ს  ფიზიკის  გაქართულებაში დაეხმარება

თბილისი (GBC) - დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და  Educare Georgia  თანამშრომლობას იწყებენ. 

ფონდი შეუერთდა Educare Georgia- ს პარტნიორთა რიგებს და გახდა ხანის აკადემიის ფიზიკის მასალის გაქართულების მხარდამჭერი. 

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის  ხელმოწერის ცერემონია   სიმბოლურად ევროპულ სკოლაში გაიმართა.

ფონდმა გადაწყვეტილების მიღების დროს იმ ზოგადი სურათით იხელმძღვანელა,  რომელიც არსებობსსაბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ასევე იმ ობიექტური გარემოებების  გათვალისწინებით, რომელიც ჩნდება ამ კონკრეტული საგნების სწავლების დროს Khan Academy  კი იძლევა საშუალებას გასაგებ მარტივ ენაზე მოისმინოს და მიიღოს ცოდნა ნებისმიერი სირთულის მასალაზე. 

2018 წელს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით ქართულ ხანის აკადემიას ფიზიკაც დაემატება.  ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ქართული Khan Academy- ს მეშვეობით განათლების მიღებას შეძლებს 200 000 მდე მოსწავლე და სტუდენტი, ვისაც წვდომა აქვს ინტერნეტთან. 

დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის დამფუძნებლები თვლიან, რომ განათლება განვითარებული თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ამ ღირებულებების დამკვიდრებისათვის გაღებული ის წილია, რომელიც მთლიანად ქვეყნის განვითარებაში იდება. 

"ჩვენი ფონდი მზად არის გახდეს ინვესტორი და ქვეყნის განათლებაზე ორიენტირებულ მომავალ თაობას მისცეს საშუალება მიიღოს ხარისხიანი განათლება, რადგან თავად მართონ საკუთარი მომავალი მომავალი კი იქმნება დღეს", - აცხადებენ ფონდში. 

შეგახსენებთ,  ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ ერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული სავარჯიშოები მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში და სხვა მრავალ საგნებში. 

ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლატფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ გვერდზე: https://ka.khanacademy.org/ 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები