| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - PSP ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.
ტრადიციულად პსპ ბავშთა დაცვის დღეს გრანდიოზული ფასდაკლებებითა და საზეიმო ღონისძიებით აღნიშნავს.
„ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. PSP-ში საბავშვო პროდუქციაზე ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებული აქციებია. ბავშვთა კვებაზე, ჰიგიენისა და მოვლის საშუალებებზე მუდმივად სასარგებლო აქციებს ვთავაზობთ, მაგრამ ივნისის თვე ყოველთვის გამორჩეულია. ამჯერად, უპრეცედენტო აქციები გვაქვს: 25%-იანი ფასდაკლება საბავშო ფაფებსა და საფენებზე, კოსმეტიკურ და მოვლის საშუალებებზე; სებამედის და ნუბის 30 ლარის შენაძენზე მომხმარებელი ბავშვთა კვების მითითებულ პროდუქციას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და ა.შ.
1 ივნისის აღნიშვნა პსპ-ში ტრადიციად იქცა. ყოველ წელს ვცდილობთ განსხვავებული ღონისძიებები შევთავაზოთ ჩვენს საყვარელ პატარებს. წელს, 1 ივნისს „გარდენ ჰოლში“ მოსულ ყველა პატარას პსპ დაუვიწყარი დროის გატარებას ვპირდებით,“- აცხადებენ PSP-ში.
თბილისის ცენტრში, ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ დღის 2 სთ-დან 6-მდე ყველა ბავშვს PSP ეპატიჟება საინტერესო აქტივობებით და გასართობებით აღსავსე ღონისძიებაზე.
14 სთ -ზე ღონისძიება გაიხსნება „ექსპერიმენტორიუმის“ აზოტის შოუთი. ჩატარდება ხატვის, სიმღერის, ცეკვის კონკურსები; ანიმაციურ და ზღაპრის გმირები ბავშვების მხიარულებასა და სახის მოხატვაზე იზრუნებენ.
საბავშო „საოჯახო“ ყვითელ ზონაში მოეწყობა სპორტული და განაჯანსაღებელი კონკურესები პატარებისთის; „სილამაზის“ მალინისფერ ზონაში - ესპანური საბავშვო კოსმეტიკით „იუგავი“ გამოცდილი ვიზაჟისტები პატარებს ვიზაჟს გაუკეთებენ; „ჯანმრთელობის“ მწვანე ზონაში ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ ლაბორატორიის თანამშრომლები პატარებს დაეხმარებიან სახალისო „ქიმიური ცდების“ ჩატარებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss