ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს
31 მაისი, 2018, 10:26
მერია  ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს

თბილისი (GBC) - თბილისის მერია  ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს.

თბილისის მერის თქმით, უკვე მზადაა პირველი პროექტი, შედეგად, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით. 

“ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როცა ადამიანს გულით გჯერა და მონდომებული ხარ, რომ გარკვეული პროექტები განხორციელდება, ყველაფერი არის შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ. 

თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე 4 მწვავე ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე და ასევე ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოს ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე. 

"პირველ ეტაპზე საუბარია 170- ოჯახზე, თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, პროცესი ცოცხალია და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ. ხრუშჩოვკების პროექტი. ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელება დაიწყო“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები