| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დღეს, საქართველოს ეკონომიკის ისტორაში მნიშვნელოვანი დღეა- "საქართველოს ბანკის ჯგუფიდან" გამოყოფილი საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ჩაეშვება.
აქციები ბირჟაზე CGEO ტიკერით იქნება წარმოდგენილი. ამ რიგად, უკვე ყოფილი საქართველოს ბანკის ჯგუფიდან 3 დამოუკიდებელი კომპანიაა დალისტული ლონდონის ბირჟაზე - "საქართველოს ბანკის ჯგუფი", "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" და "საქართველოს კაპიტალი".
ამ უკანასკნელის პორტფელშია: "ალდაგი", კომუნალური და ენერგო აქტივების მქონე "ჯორჯიან გლობალ უთილითიზი", უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის აქტივების მქონე m2, ღვინის მწარმოებელი და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუტორი "თელიანი ველი" და "გლობალ ბიერ ჯორჯია", ასევე მის პორტფელშია "საქართველოს ბანკის" 19.9%, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 57%-იანი წილი.
ამ გაყოფის შემდეგ "საქართველოს ბანკის საბანკო და საინვესტიციო მიმართულება დამოუკიდებლად გააგრძელებს განვითარებას, ეყოლება დამოუკიდებელი დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss