ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს
25 მაისი, 2018, 18:09
ტექნიკური უნივერსიტეტი  ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს

თბილიის (GBC) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი  ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. 

ღონისძიება 25-26 მაისს,  უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება.

აღნიშნული ფაკულტეტის  დაარსებიდან რიგით მე-3 კონფრენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილეს  ეძღვნება.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ზოგადად, ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია ერთიანი სამი ჰიპოსტაზია, რომელსაც   პროგრესის თანამედროვე არსი და სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია ეფუძნება.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ უცხოეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

კონფერნციაზე  მომხსენებლები  გლობალიზაციის პირობებში ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებზე ისაუბრებენ და წარმოადგენენ თავიანთ მეცნიერულ და პრაქტიკულ ხედვას, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის  თავისუფალ განვითარების და  მისი სოციალიზაციის  საკითხებს.  ეს არ იქნება მარტო დასაბუთებული კონცეფციების წარმოდგენა, არამედ იქნება კონკრეტული შეთავაზება ხელისუფლებისადმი. საბოლოოდ, კონფერენციაზე მოხდება მოწინავე შეხედულებების ურთიერთგაცვლა, თანამშრომლობის გაღრმავება და  ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს განათლების და მეცნიერული აზრის პრიორიტეტულობას, რომლის მიზანია ბიზნესის სოციალიზაცია საზოგადოებრივი პროგრესის მისაღწევად.

 მისამართი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები