| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კომპანია "ფრეგობასის" მიერ შემოყვანილმა სატესტო ელექტროავტუბუსმა ტესტირება წარმატებით გაიარა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში TV მაესტროს განუცხადეს, რომ ავტობუსმა 1 დამუხტვით 230 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეძლო, რაც შესაბამისობაშია ხაზებზე უკვე მომუშავე ავტობუსების მიერ გავლილ მანძილთან.
ეს იმას ნიშნავს, რომ მერია ამ ტიპის ავტობუსების გამოყენებას ნებისმიერ ხაზზე შეძლებს, ისე, რომ შუალედებში მისი დამუხტვის საჭიროება არ დგას.
"ფრეგობასი" საქართველოში ელექტროავტობუსების საწარმოს გახსნას გეგმავს. მისი პარტნიორები ჩინური ZTE და გერმანული Eurobus-ი იქნება.
როგორც ჩანს, მთავრობა ელექტროავტობუსების წარმოებას წაახალისებს. თბილისის მერი უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ სახის ელექტროავტობუსების იმპორტი და წარმოების დღგ-სგან გათავისუფლება მოხდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss