| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახეზეა სახელმწიფოს ძირითადი პრიორიტეტის - დერეფნის იდეოლოგიის დევალვაცია, - სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ტვირთბრუნვის შესანარჩუნებლად, ნავთობის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლებას თავი ვერ გაართვა.
ორგანიზაცია 2012-2017 წლების ტვირთბრუნვის ანალიზს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ 2012 წლიდან დაწყებული, სახეზეა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით, ნავთობნაკადის შემცირების შეუქცევადი პროცესი, კერძოდ, ნავთობნაკადის მოცულობა 2012 წელს არსებული 9.5 მლნ ტონიდან დაეცა 2017 წელს - 4.2 მლნ ტონამდე, შემცირებამ შეადგინა, 55 %.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ "საქართველოს რკინიგზის" საერთო გადაზიდვებში, 2012 წელს გადაზიდული იქნა 20.1 მლნ ტონა, ნავთობნაკადის მოცულონამ შეადგინა 47% ხოლო 2017 წელს, 10.7 მლნ ტონაში - 40 %, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნავთობნაკადის შემცირების ფონზე არ მომხარა, „დაკარგული“ ნავთობნაკადის მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება.
მშრალი ტვირთების შემცირებას საქართველოს რკინიგზაზე დაღმავალი ტრენდი გააჩნია, კერძოდ 2012 წელს მშრალი ტვირთების მოცულობა 10.6 მლნ ტონას შეადგენდა 2017 წელს 6.4 მლნ ტონაა, კლებამ ტვირთების ამ სეგმენტში 40 % შეადგინა.
რაც შეეხება ბოლო 1 წლის ანალიზს: საქართველოს ნავსადგურებში (ფოთი, ბათუმი, ყულევი) 2017 წელს გატარებული იქნა 4.2 მლნ ტონა ნავთობნაკადი, 2016 წელს - 5.4 მლნ ტონა, კლებამ 22% შეადგინა.
„პრაქტიკულად დაიკარგა ნედლი ნავთობი, შემცირებამ 71% შეადგინა, ამავე დროს, საგრძნობლად გაიზარდა ვაკუუმური აირი ზრდა 82 % -ია. ბათუმის ნავსადგურში დაიკარგა მაზუთი - კლება 63%, მაგრამ მაზუთის კომპენსირება მოხდა ყულევში, სადაც ეს ტვირთი 3.1 - ჯერ გაიზარდა.
ფოთის ნავსადგურში გაიზარდა ნავთობნაკადი 21% - ით, რაც დადებითი ტენდენციაა, პირველ რიგში ავიაკეროსინის ხარჯზე, რაც 2.1 -ჯერ არის გაზრდილი.
ყულევის ტერმინალში სტაბილურია გატარებული ნავთობნაკადი, მცირედი შემცირებაა (2%), შემცირებულია დიზელი (31%), რისი კონპენსირებაც შესაძლებელი გახდა მეთანოლის ხარჯზე, (ზრდა 2.1 -ჯერ)", - აცხადებს ორგანიზაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss