| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის უკვე ყოფილი მეთვალყურე, ირაკლი გილაური ბონუსად დამატებით რამდენს მიიღებს, ფულს, აქციებს თუ სხვა ინსტრუმენტის სახით გასამრჯელოს, პილარ 3-ის მომავალი წლების ანგარიშებში აისახება.
2017 წლის ანგარიშგებით კი, მას ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წევრებს შორის ყველაზე მეტი აქცია ეკუთვნის - 616 ათასი ერთეული და აქედან განაღდებულია 303 115 . ეს იმას ნიშნავს, რომ ირაკლი გილაურს აქციების პორტფელი 18.8 მილიონი ფუნტ სტერლინგამდეა.
გილაურის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა 2018 წლის თებერვალში დარეგისტრირდა, სადაც ის 2015 წლის სექტემბრიდან იყო, როცა „საქართველოს ბანკის“ დირექტორის პოსტი (2006 წლიდან) დატოვა.
2018 წლის მარტში მან BGEO-ს სხვა ტოპ-მენეჯერებთან (ავთო ნამიჩეიშვილი, კახა კიკნაველიძე, დავით წიკლაური, გიორგი ალფაიძე, ეკა შავგულიძე) ერთად დამატებითი აქციები ჯილდოდ მიიღო.
6-ს პირს ჯამში 140 048 აქცია ერგო. მათ შორის არ არის რამაზ კუკულაძე, რომელიც გუნდს „თიბისის“ მიერ „რესპუბლიკას“ შესყიდვის შემდეგ შეუერთდა. 2017 წლის ანგარიშგებით 10 000 აქციას ფლობს და 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ჯერ თავად არცერთს არ განკარგავს.
წლევანდელ 6 დაჯილდოებულში მოხვდა დავით წიკლაური, რომელიც BGEO-მ TBC-დან გადაიბირა. მას 2017 წლის ანგარიშის თანახმად, 62 000 აქცია კი აქვს, მაგრამ პერიოდის ბოლოსთვის განაღდებული 0-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss