ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ყველაფერი 1 ბარათში - SIM - ბარათი პირადობის მოწმობის მონაცემებსაც შეითავსებს
23 მაისი, 2018, 11:36
ყველაფერი 1 ბარათში - SIM - ბარათი პირადობის მოწმობის მონაცემებსაც შეითავსებს

თბილისი (GBC ) – მალე შესაძლოა მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი ბარათების ტარება აღარ დასჭირდეთ.  

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სიახლის დასანერგად ემზადება, რომელიც ფიჭური ქსელისთვის განკუთვნილ  SIM - ბარათებში  პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩატვირთვას გულისხმობს. აქვე ჩაიტვირთება ელექტრონული ხელმოწერაც.

Mobile-IAS სისტემის, ტექნიკურ საკონსულტაციო მომსახურების და ტექნიკური მხარდაჭერისთვის სააგენტომ 5.78 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა სააგენტოს მომსახურება 3.8 წლის განმავლობაში უნდა გაუწიოს.

სააგენტო ითხოვს, რომ Mobile-IAS სისტემას ფიზიკური პირებისთვის უსაფრთხო ელექტრონული ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის უზრუნველყოფა შეეძლოს.

კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ მობილური ქსელის ოპერატორს არ უნდა შეეძლოს ნებისმიერი სახის მონაცემების SIM ბარათში  პირდაპირ ჩაწერა, რომელიც Mobile-IAS ფუნქციებისთვისაა განკუთვნილი. აუცილებელია, ყველა მსგავსი კომუნიკაცია MSSP-ს გავლით ხდებოდეს. თუმცა, შესაძლოა გათვალისწინებული იყოს, რომ გარკვეული მონაცემები ჩაიწერება SIM ბარათის მწარმოებლის მიერ, წარმოების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ახალ სისტემას უნდა ჰქონდეთ სულ მცირე 3  მობილური ქსელის ოპერატორის მხარდაჭერა.

ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 25 ივნისს სრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები