ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მილიონები TOP - მენეჯერებისთვის - რა უჯდება წამყვან ბანკებს დირექტორატის შენახვა
ნინო შუბითიძე   
23 მაისი, 2018, 10:49
მილიონები TOP - მენეჯერებისთვის - რა უჯდება წამყვან ბანკებს დირექტორატის შენახვა

თბილისი (GBC) – საბანკო სექტორს 2017 წლის ყველაზე ძვირი საკადრო გადაადგილებები დაუჯდა. კონკურენტებიდან ბანკირების გადმობირება და გასათავისუფლებელი მენეჯერების დაკმაყოფილება, მათი მადის შესაბამისად.

წლიური  ანგარიშის (2017) თანახმად (https://www.nbg.gov.ge/index.php?m=109) , ლადო გურგენიძის წასვლა ლიბერთის 910 000 ლარი დაუჯდა. ამას ემატება 6 დირექტორისთვის გადახდილი 1.6 მილიონი და  ₾178 100,  შემდეგი 6-ისთვის, რომელიც  დირექტორთა საბჭოს ექვსეულია თუ სხვა, ანგარიშში არ კონკრეტდება.

47-კაციანი სტაფისთვის, ლიბერთიში სულ გადახდილია  16.5 მილიონი, აქედან 9.4 უმაღლესი რგოლის მენეჯმენტისთვის (7); 2.5 მლნ, სამეთვალყურეო საბჭოსთვის (2) და 4.56 მლნ 38 პირისთვის.

პილარ 3-ის ახალი ანგარიშგებით, ბანკის მმართველი გუნდი  და გადასახდელები კატეგორიებად იყოფა. ფიქსირებული, ბუნუსი და განსაკუთრებული გადახდები, რომლის ბენეფიციარი დირექტორატიც შესაძლოა იყოს და გაწეული საქმიანობის მიხედვით მასთან გათანაბრებულ პირთა ჯგუფიც.

ასეთ ჯგუფში თიბისის 38 პირი ჰყავს  და განსაკუთრებული გადახდები 1.1 მლნ-ს შეადგენს.

1 ახალი დირექტორისთვის  117  ათასზე მეტი აქვს გადახდილი,  8  პირისთვის  ₾16 000.

გათავისუფლებული 4 პირის  ანაზღაურება 200 000 ლარამდე დაჯდა, აქედან 25 000  ფულით დანარჩენი აქციებით და სხვა ინსტრუმენტებით.

სულ, 8 დირექტორიანი  საბჭოს წლიური ანაზღაურება  ₾42.8 მლნ-ს შეადგენს, 7-წევრიანი სამეთვალყურეო საბჭოს - ₾5.8 მლნ და ₾10.2 მლნ  10 პირისთვის (∑58.8 მლნ)

1.5-ჯერ ნაკლებია საქართველოს ბანკის ქეისი  ₾29.6 მლნ (8 დირექტორი); ₾5.5 მლნ (სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრი) და ₾2.7 მლნ(2 პირი), განსაკუთრებული გადახდების მოცულობა არ ფიქსირდება.  არც თიბისის მენეჯერის (დავით წიკლაურის) გადმობირების ხარჯი. აქციონერ მენეჯმენტთა გრაფაში 0 უფიქსირდება და გადავადებულში  62 500, რაც კორექტირებადი ციფრია, დასაზუსტებელია  რამდენს და როდის  განკარგავს, დაკვირვების პერიოდი 5 წელია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები