ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შემოსავლების გაყალბებით კრედიტის აღების ბრალდებით 43 ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს
22 მაისი, 2018, 12:24
შემოსავლების გაყალბებით კრედიტის აღების ბრალდებით 43 ფაქტის გამოძიება მიმდინარეობს

თბილისი (GBC) - საქართველოს საგამოძიებო სამსახური  შემოსავლების გაყალბების გზით კრედიტის უკანონოდ მიღების ბრალდებით სამი ადამიანი პასუხისგებაში მიცემაზე აცხადებს. 

გამოძიების ინფორმაციით, ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას.

მესამე  ბრალდებულმა ბანკში ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. კრედიტის სახით თანხის მიღების შემდეგ ბრალდებულებმა დავალიანება არ გადაიხადეს, აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

2018 წლის პირველ ხუთ თვეში საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები