ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლიის პორტის დეტალურ დიზაინს BergerABAM-ი შეიმუშავებს
21 მაისი, 2018, 12:25
ანაკლიის პორტის დეტალურ დიზაინს  BergerABAM-ი შეიმუშავებს

 

თბილისი (GBC) - კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალურ დიზაინს შეიმუშავებს, ცნობილია.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანია, BergerABAM-ი დასახელდა.

BergerABAM-ი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დეტალური დიზაინის შედგენის თაობაზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის შედეგად გამოავლინა.  ტენდერში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები. მათგან საუკეთესო შემოთავაზება „ლუი ბერჯერის“ ჯგუფის წევრმა „ბერჯერ აბამმა“ წარმოადგინა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ არჩეული კომპანია საქართველოს მთავრობამ  უკვე დაამტკიცა.  

BergerABAM-ი საპროექტო, საინჟინრო, საზღვაო სფეროს, სამშენებლო მენეჯმენტის, წყალქვეშა კვლევებისა და გარემოსდაცვითი სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა  და პროექტირების განვითარება.  

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დეტალური დიზაინი ნავსადგურის პირველი ფაზის სრულ პროექტირებას მოიცავს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილი საზღვაო და სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული დიზაინი გულისხმობს: 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის დაპროექტებას; 625-მეტრის სიგრძის ნავმისადგომისა და  მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობის, საზღვაო აკვატორიის 16-მეტრამდე დაღრმავების, დამხმარე შენობა-ნაგებობების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მუშავდება.  

ნავსადგურის დეტალურ დიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები