ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
დიდი გაყოფა- საქართველოს კაპიტალი, CGEO ტიკერით, ლონდონის ბირჟაზე 29 მაისს დაილისტება
21 მაისი, 2018, 10:45
დიდი გაყოფა- საქართველოს კაპიტალი, CGEO ტიკერით, ლონდონის ბირჟაზე 29 მაისს დაილისტება

თბილისი (GBC) -საქართველოში უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჯგუფის გაყოფის დასრულებამდე 1 კვირა რჩება.

ჯგუფში აცხადებენ, რომ ეფექტიანი სქემა უკვე  აქტიურია. გაყოფის დასრულება ძალაში 2018 წლის 29 მაისის დილით შევა. მანამდე 21 მაისის დილიდან LSE -ზე უკვე  BGEO -ს სახელი შეეცვალა და Bank of Georgia Group-ის სახელით აგრძელებს საქმინობას, თუმცა მისი ტიკერი კვლავ  BGEO - იქნება.

 „საქართველოს კაპიტალის“ აქციები,  CGEO ტიკერით,  29 მაისის დილით ჩაეშვება პრემიუმ ლისტინგში. 

კომპანია 2 ნაწილად იყოფა და დაშლილი  BGEO ლონდონის საფონდო  ბირჟაზე   უკვე 3 კომპანიად იქნება წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“,  „საქართველოს კაპიტალი“, რომელშიც საინვესტიციო აქტივებია თავმოყრილი და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“.

ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ დროებით, 19.9% -ს შეინარჩუნებს „საქართველოს ბანკის ჯგუფში“, წილი ეტაპობრივად შემცირდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები