| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო-რუსეთის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგისთვის რუსეთმა შვეიცარულ SGS-თან კონტრაქტი გააფორმა.
ჯერ კიდევ 2011 წელს მიღეწეული შეთანხმების ასამოქმედებლად, საქართველომ ამავე კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 19 დეკემბერს მოაწერა.
ამ ხელშეკრულების თანახმად, საქართველო- რუსეთის იმ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, რომელსაც დღეისათვის ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები განთავსდებიან. საუბარია, მდინარე ფსოუს და როკის გვირაბის გავლით შემოტანილ ან გატანილ ტვირთებზე.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ, მოხდა შეთანხმება, რაც ითვალისწინებდა საქართველო-რუსეთს შორის არსებულ საზღვარზე სამი სავაჭრო დერეფანის შექმნას: როკი-გორის, ფსოუ-ზუგდიდის და ლარსის. დერეფნებში ტვირთები შვეიცარიულმა აუდიტორული კომპანიამ უნდა გააკონტროლოს. როგორც ადრე მთავრობის წარმომადგენლების მიერ განიმარტა, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების" თავში და ბოლოში უნდა განთავსდებიან.
აღსანიშნავია, რომ საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი მოიცავს: ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას.
შეთანხმებით, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია, ამ შემთხვევაში SGS ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ასევე გადასცემენ ინფორმაციას დერეფნიდან გასულ ტვირთებზეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss