| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა გერმანიის რკინიგზასთან ერთად მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების პროექტზე მუშაობს.
ახალი შეთავაზება მხარეებმა პოტენციურ კლიენტებს შანხაის ყველაზე დიდ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ გამოფენაზე (Transport Logistic China 2018) წარუდგინეს.
საქართველოს რკინიგზამ და გერმანიის რკინიგზამ ერთობლივი პროექტი გერმანიიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მიმართულებით მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტის მარშრუტი სათავეს დუისბურგში იღებს, რუმინეთიდან საკონტეინერო გემით საქართველოს პორტებისკენ გრძელდება, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ჩინეთის ან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით იშლება.
შეგახსენებთ, Deutsche Bahn საქართველოს დერეფანით ტვირთების გადაზიდვის გეგმაზე პირველად 2016 წლის შემოდგომაზე განაცხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss